ზელენსკი – რუსეთთან მოლაპარაკებები შედგება, საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან

რუსეთთან მოლაპარაკებები შედეგმა, კითხვა შემდეგში მდგომარეობს – რუსეთის რომელ პრეზიდენტთან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში გამართულ ღონისძიებაზე ჩართვის დროს განაცხადა.

„საომარი ნაწილის შემდეგ, იქნება მშვიდობიანი პროცესი, იქნება მოლაპარაკების მაგიდა და იქნება მშვიდობა. კითხვა ისმის, ვისთან გამართავს მოლაპარაკებას უკრაინა? რუსეთის რომელ პრეზიდენტთან? ეს ასევე დამოკიდებულია რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის სურვილზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, პუტინი ვერ აცნობიერებს დღეს არსებულ მდგომარეობას.

„ის თავის საინფორმაციო სამყაროში ცხოვრობს და ვერ ხვდება, რომ უკრაინა დათმობაზე არ წავა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, პუტინთან მოლაპარაკება შესაძლებელი იქნება მაშინ, როდესაც ის დაბრუნდება რეალობაში და მიხვდება, რომ ბევრი ადმიანი იღუპება. „მაშინ შეიძლება, ვცადოთ, თუ გვიან არ იქნება დიპლომატიურ გზაზე წასვლა რუსეთის მოქმედ მთავრობასთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაში4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა, ევროკავშირი არის ქართველი ხალხის არჩევანი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ