20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

ზელენსკი: რუსეთს უკრაინის ნებართვა სურს აღლუმის ჩატარებაზე, შემდეგ კი ხალხის ხოცვა და ომი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უცნაურია ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის სურვილი, მოსკოვს ეწვიოს ამ დღეებში.

ზელენსკის თქმით, რუსეთს უკრაინის ნებართვა სურს აღლუმის ჩატარებაზე, შემდეგ კი ხალხის ხოცვა და ომი.

“უკრაინა სთავაზობდა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტას, ეს პირველი შეთავაზება არ არის. ამჯერად – ცეცხლის შეწყვეტას 6 მაისიდან. უკრაინა მზად იყო სრული სიჩუმე უზრუნველეყო, მაგრამ ჩვენს სამშვიდობო წინადადებაზე საპასუხოდ მხოლოდ ახალი რუსული დარტყმები იყო, რუსეთის მხრიდან ახალი მუქარები. მათ უკრაინისგან თავისი აღლუმის ჩატარებაზე ნებართვა უნდათ, რათა მოედანზე უსაფრთხოდ გამოვიდნენ წელიწადში ერთი საათით, შემდეგ კვლავ გააგრძელონ ჩვენი ხალხის ხოცვა და ომი…

რუსეთის ხელმძღვანელობის უცნაური და ნამდვილად არაადეკვატური ლოგიკა. არის რუსეთთან დაახლოებული ზოგიერთი სახელმწიფოს მიმართვებიც იმის თაობაზე, რომ მათი წარმომადგენლები მოსკოვში ჩასვლას აპირებენ. უცნაური სურვილია… ამ დღეებში. არ გირჩევთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიანდრია ჯაღმაიძე: დიპლომის მოპარვასთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟი იყო
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი: რაიმე ჩარევის შესახებ არაფერი გამიგია, ჩემს მიმართ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია