ზელენსკი რუსეთს 22 მილიონი ტონა სურსათის ექსპორტის ბლოკირებაში ადანაშაულებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს 22 მილიონი ტონა სურსათის ექსპორტის ბლოკირებაში ადანაშაულებს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ენერგეტიკულ კრიზისს, სასურსათო კრიზისიც მოჰყვება, თუ უკრაინას პორტების განბლოკვაში არ დაეხმარებიან.

“რუსეთმა თითქმის ყველა პორტი, საიდანაც სასურსათო პროდუქტების, მათ შორის მარცვლეულის, ქერის, მზესუმზირისა და სხვა ბევრი რამის ექსპორტზე გატანა ხდებოდა, დაბლოკა”. – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკი ამბობს, რომ ორივე – ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისები რუსეთის მიერ პროვოცირებულია. ხოლო, ამ ვითარებაში უკრაინისთვის დახმარებაზე უარის თქმა აფრიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნებისთვის საკვების პროდუქტების გარეშე დარჩენას ნიშნავს.

banner
წინა სტატიაშიოლაფ შოლცი აფრიკას სტუმრობს
შემდეგი სტატიაბაიდენი იაპონიაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ინდოეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება