ზელენსკი: რუსეთმა შექმნა ისეთი ფონი, რათა ყველას მოესმინა განგაშის სიგნალები, რომ დაეძაბა ვითარება, თუმცა არავის შეშინებია…

დღეს ისტორიული დღეა, რადგანაც ოთხმა ძლიერმა ევროპულმა სახელმწიფომ უკრაინის ევროპულ გეზს მხარდაჭერა გამოუცხადა, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა თავის ვიდეომიმართვაში გააკეთა, რომელიც უკრაინაში საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის, იტალიის პრემიერ-მინისტრისა და რუმინეთის პრეზიდენტის ვიზიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

„დღეს ისტორიული დღეა, რადგან უკრაინამ ერთდროულად ოთხი ძლიერი ევროპული სახელმწიფოს მხარდაჭერა იგრძნო. კერძოდ კი, იგრძნო ევროკავშირისკენ ჩვენი გეზის მხარდაჭერა. იტალია, რუმინეთი, საფრანგეთი და გერმანია ჩვენთან არიან. ოთხივე ქვეყნის ლიდერი მხარს უჭერს უკრაინის კანდიდატობას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იყო ევროპელი ლიდერების განცხადება, რომ ომის დასასრული და მშვიდობა უნდა იყოს ისეთი, როგორსაც მას უკრაინელი ხალხი ხედავს.

ზელენსკის განცხადებით, ევროპელი ლიდერების კიევში ვიზიტის დროს კვლავაც ისმოდა საჰაერო შეტევის გამაფრთხილებელი სიგნალები.

„რუსეთმა შექმნა ისეთი ფონი, რათა ყველას მოესმინა განგაშის სიგნალები, რომ დაეძაბა ვითარება, თუმცა არავის შეშინებია, ეს მხოლოდ შთაგვაგონებდა, რომ ვყოფილიყავით მაქსიმალურად კონკრეტულები და შევთანხმებულიყავით ჩვენი ინტერესები გამო, უკრაინელებისა და მთელი ევროპის გამო“, – ამბობს ზელენსკი.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას, ვიდრე არ იქნება გარანტირებული უკრაინის უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა. მან კიდევ ერთხელ უწოდა რუსეთს აგრესორი, რომელსაც ომის დასრულება არ სურს.

„მე ამაყი ვარ ყველა ჯარისკაცით, ვინც უკვე 113-ე დღეა აკავებს ოკუპანტებს და ყველა თავდასხმას იგერიებს. სწორედ უკრაინელების სიმამაცის დამსახურებით შეუძლია ევროპას შექმნას თავისუფლების ახალი ისტორია და როგორც იქნა, მოაშოროს ევროპის აღმოსავლეთის ეს „ნაცრისფერი“ ზონა ევროკავშირსა და რუსეთს შორის. უკრაინა დამოუკიდებლობის ისტორიის განმავლობაში ყველაზე მეტად მიუახლოვდა ევროკავშირს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უკრაინაში სამი ამერიკელი გაუჩინარდა
შემდეგი სტატიაევროკომისია საქართველოს უარს ეუბნება