26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ზელენსკი: რუსეთმა ქერჩის ხიდზე და მოსკოვში დრონები ხელახლა განალაგა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით უკრაინული თავდასხმების შემდეგ, რუსეთმა ქერჩის ხიდზე და მოსკოვში დრონები ხელახლა განალაგა.

მისივე თქმით, რუსებს ამ ტერიტორიების დაცვა დაევალათ სხვა ტერიტორიების ხარჯზე.

“დაზვერვამ მოიპოვა რუსეთის შიდა დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს უკრაინული შორს მოქმედი “სანქციების” შედეგების რეალურ შეფასებას. დოკუმენტი ასევე რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ თავდაცვის მიზნით საპასუხოდ გატარებულ ზომებს. ერთ-ერთი ასეთი ზომაა საჰაერო თავდაცვის სისტემების გადასროლა რუსეთის სხვა რეგიონებიდან მოსკოვსა და ქერჩის ხიდზე. ეს არის ის ტერიტორიები, რომელთა დაცვაც რუსებს დაევალათ სხვა ტერიტორიების ხარჯზე. ჩვენ გამოვიტანთ შესაბამის დასკვნებს”,_  თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: ვერ წარმოვიდგენდი, რომ არსებობს ქართველი, რომელიც ანწუხელიძეზე კითხვას თავჩახრილი გაურბის
შემდეგი სტატიამასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი – პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი