რუსეთმა ოდესის პორტი, მარცვლეულის საწყობები და მახლობელი რეგიონები ისევ დაბომბა, მიმდინარე კვირაში კი ამ რეგიონში 20-მდე ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის დაბომბვების გამო უკრაინა საპასუხო ზომებს მიიღებს.
„რუსულმა რაკეტებმა და თვითმფრინავებმა კვლავ დაარტყეს ოდესას, ჩვენს სამხრეთ რეგიონებს. მთლიანობაში, კვირის დასაწყისიდან მხოლოდ ოდესის რეგიონში რუსული ტერორის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაზარალდა. მხოლოდ აბსოლუტურ ბოროტებას შეუძლია ასეთი დარტყმების მიყენება. იქნება პასუხი. რუსეთში ვინმე თუ იმედოვნებს, რომ შეუძლია შავი ზღვის გადაქცევა თვითნებური ქმედებებისა და ტერორიზმის ზონად, წარმატებას ვერ მიაღწევს. ჩვენ ვიცით, როგორ დავიცვათ თავი და ვხედავთ მსოფლიოში მზადყოფნას, გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა – და უფრო აქტიურად – ამ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.