11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ზელენსკი: რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი ჩვენზეა დამოკიდებული, უკრაინა სარკისებრ იმოქმედებს

რუსეთის მთავარი აღლუმიც ჩვენზეა დამოკიდებული და ეს მკაფიო სიგნალია: დასრულებაა საჭირო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინის წინადადებას მხოლოდ ახალი დარტყმებით უპასუხა და რუსეთს სამხედრო აქტიურობის არცერთი ფორმა არ შეუჩერებია.

ზელენსკის თქმით, მთელი დღის განმავლობაში უკრაინის სხვადასხვა რეგიონებიდან ინფორმაციას იღებს რუსეთის ახალ დარტყმებზე – დონეცკის, ხარკოვის, დნიპროს, სუმის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის ოლქებიდან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა სარკისებრ იმოქმედებს, იქიდან გამომდინარე თუ როგორი ვითარება იქნება ღამით და სამართლიან პასუხებს განსაზღვრავს.

“რუსეთმა ჩვენგან მკაფიო წინადადება მიიღო სიჩუმესა და დიპლომატიაზე, და იცის, როგორ დაუკავშირდეს უკრაინას ან პარტნიორებს დეტალების შესათანხმებლად. ხოლო თუ მოსკოვში იმ ერთ ადამიანს, რომელსაც ომის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, მხოლოდ ერთი აღლუმი აინტერესებს და სხვა არაფერი, მაშინ ეს სხვა საქმეა. უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის იმუშაოს. უკრაინა მიისწრაფვის ღირსეულად დაასრულოს ეს ომი. რუსეთმა იქამდე იომა, რომ უკვე მათი მთავარი აღლუმიც ჩვენზეა დამოკიდებული. და ეს მკაფიო სიგნალია: დასრულებაა საჭირო”, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი UFC-ის მებრძოლებს ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯს ხვდება
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი: მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, რაც დადასტურდა ხმების რაოდენობით