13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

ზელენსკი: რუსეთმა 9 მაისის აღლუმი დააანონსა, მაგრამ წელს იქ სამხედრო ტექნიკა არ იქნება

„რუსეთმა 9 მაისის აღლუმი დააანონსა, მაგრამ წელს იქ სამხედრო ტექნიკა არ იქნება – რაც მრავალი წლის განმავლობაში პირველად ხდება. ამასთან, უკრაინულ დრონებსაც შეუძლიათ ამ აღლუმზე დარტყმა, ეს კი აჩვენებს, რომ რუსეთი უკვე აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორც ადრე.
ეს ზაფხული გადამწყვეტი იქნება – პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, გააფართოებს ომს თუ დიპლომატიის გზას აირჩევს, ჩვენ უნდა ვაიძულოთ, რომ დიპლომატია აირჩიოს.
საჭიროა სანქციებით ზეწოლის გაგრძელება, რომ ზარალი მიადგეს რუსეთის ნავთობსა და საბანკო სისტემას. ეს ზეწოლა უნდა შევინარჩუნოთ და რუსეთი დიპლომატიური გამოსავლისკენ მივმართოთ – სანქციების მოხსნა მიუღებელია“ — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანებების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას

banner
წინა სტატიაში„ვიქტორ ყიფიანი “ერევნის დიალოგი 2026” -ში მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიაკაია კალასი: საქართველოს მთავრობა რეალურად არ დგამს რეალურ ნაბიჯებს მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება