20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ ომში 50 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა 400 000-მდე სამხედრო

რუსეთის წინააღმდეგ ომში 50 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა 400 000-მდე სამხედრო,_ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 “ბოდიში, ძალიან რთულია ამაზე საუბარი – მე არ მინდა ძალიან ღია ვიყო, რადგან რუსები გვისმენენ. მაგრამ, ჩვენ გვყავს დაახლოებით 50 000 დაღუპული სამხედრო და 400 000-მდე დაჭრილი. ასევე ბევრია უგზო-უკვლოდ დაკარგული”,_  თქვა ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, რამდენია რუსეთის დანაკარგი ომში ზელენსკიმ უპასუხა – “მათ ომის დაწყებიდან დღემდე 1 600 000 ჯარისკაცი დაკარგეს, მათგან დაახლოებით 700 000 დაღუპულია… ბრძოლის ველზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ინიციატივა რუსეთის ხელში არ არის. ჩვენ არ ვაგებთ ომს და ისინი არ იგებენ”.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ქოლცენტრების საქმე: ელისო კილაძის მორიგი სასამართლო პროცესი ჩატარდა
შემდეგი სტატიაკალასი: ღაზის შეთანხმების წარმატება მხარეების ერთგულებაზეა დამოკიდებული, ისრაელს ტერიტორიის დატოვება მოუწევს