უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ წარმომადგენლებს ამერიკასთან დაკავშირება და მოკლევადიან ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის წინადადებების დეტალების დაზუსტება დაავალა.
“მე დავავალე ჩვენს წარმომადგენლებს, დაუკავშირდნენ აშშ-ის პრეზიდენტის გუნდს და დააზუსტონ რუსეთის წინადადების დეტალები მოკლევადიან ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. უკრაინა ისწრაფვის მშვიდობისკენ და ეწევა საჭირო დიპლომატიურ მუშაობას ამ ომის რეალური დასასრულისთვის. ჩვენ დავაზუსტებთ, თუ რას ეხება ეს სინამდვილეში – მოსკოვში აღლუმისთვის საჭირო რამდენიმე საათიან უსაფრთხოებას, თუ რაიმე მეტს. ჩვენი წინადადებაა გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა, ხალხისთვის საიმედო და გარანტირებული უსაფრთხოება და ხანგრძლივი მშვიდობა. უკრაინა მზად არის იმუშაოს ამისათვის ნებისმიერ ღირსეულ და ეფექტურ ფორმატში“,_ წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელესკი პლატფორმა X-ზე.














