“დღეს გვქონდა ჩვენი სამხედროების მოხსენებები ცის დაცვის შესახებ. ახლა რუსების ტაქტიკა უკრაინის გამოფიტვაზეა მიმართული, უკრაინელების გამოფიტვაზე – პირველ რიგში, სწორედ ჩვენი ხალხის. მუდმივია დრონებით თავდასხმები – ბევრია რეაქტიული შაჰიდი. მნიშვნელოვან ნაწილს ჩვენი მეომრები ჩამოაგდებენ. მხოლოდ ამ ოთხ დღეში იყო ყველა ტიპის თითქმის 1 500 დრონი, მათგან 800-მდე – რეაქტიული.
მინდა მადლობა გადავუხადო უკრაინის გუნდიდან მათ, ვინც 24/7-ზე მუშაობს, რომ ეს ასე იყოს. შემოდგომაზე საჭიროა პასუხის გაცემა და ჩამოგდების მაჩვენებლის ზუსტად 90%-ზე მაღლა აყვანა”,_ ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

















