25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ზელენსკი: რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად კიევში დაღუპულთა რიცხვი 4-მდე, დაშავებულთა კი 100-მდე გაიზარდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომ რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად კიევში დაღუპულთა რიცხვი 4-მდე, დაშავებულთა კი 100-მდე გაიზარდა.

“მადლობელი ვარ ჩვენი ყველა სამსახურის, რომელიც ამ დროისთვის რუსეთის ღამის დარტყმების ადგილებზე მუშაობს: საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ქვედანაყოფების, ეროვნული პოლიციისა და მუნიციპალური სამსახურების. თავდასხმის მასშტაბებისა და მისი შედეგების გათვალისწინებით, თითოეული მათგანი მაქსიმალურად ეფექტურად მოქმედებს: მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 100 ადამიანი დაშავდა, ხოლო ოთხი, სამწუხაროდ, დაიღუპა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. მხოლოდ კიევში 30-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა ან განადგურდა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხალხი მხარს უჭერს ერთმანეთს. მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც დაზარალებულებს ეხმარება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ახლა თანაგრძნობის სიტყვებს გამოხატავს. თუმცა, ასევე საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად – რაკეტების მიწოდება არცერთი დღით არ უნდა შეწყდეს”,-წერს ზელენსკი

უკრაინა და მისი დედაქალაქი კიევი გასულ ღამეს მორიგი რუსული მასირებული შეტევის სამიზნე იყო. რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებითა და შაჰიდებით დაარტყეს. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები. კიევის რეგიონის 40-მდე ლოკაციაზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიემანუელ მაკრონი და ფრიდრიხ მერცი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას გმობენ
შემდეგი სტატიამასუდ პეზეშკიანი: ირანი მზადაა დაარწმუნოს მსოფლიო, რომ არ ვცდილობთ ბირთვული იარაღის შექმნას