29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ზელენსკი: რუსეთის ყველა თავდაცვის ობიექტი სამართლიანი სამიზნეა

უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ არეალი კვლავ ფართოვდება – რუსეთის ყველა თავდაცვის ობიექტი სამართლიანი სამიზნეა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„რუსეთის ყველა თავდაცვის ობიექტი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს ემსახურება, ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ სამართლიანი სამიზნეა. ღამით, FP-5 „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით წარმატებული დარტყმა განხორციელდა ვოლგოგრადში მდებარე „ტიტან-ბარიკადის“ საწარმოზე. ეს მსხვილი სამრეწველო კომპლექსია, სადაც მტერი აწარმოებს საარტილერიო სისტემებსა და სპეციალიზებულ სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის რაკეტების გამშვები სისტემების კომპონენტებს, რომლებიც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის გამოიყენება“, – წერს ზელენსკი X-ზე.

ზელენსკის ცნობით, სარაკეტო დარტყმის შემდეგ საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

„უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ არეალი კვლავ ფართოვდება. სწორედ ჩვენი ზეწოლაა, რომელიც, დღითი დღე, ღირსეული მშვიდობისთვის ნიადაგს ამზადებს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა ვოლგოგრადის ქალაქ კსტოვოში ЛУКОЙЛ-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
შემდეგი სტატიასენაკში უხვმა ნალექმა გზები, ეზოები და სავარგულები დატბორა