14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ზელენსკი: რუსეთი შესაძლოა, სანქციების შემსუბუქების ან მოხსნის სანაცვლოდ გრძელვადიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი შესაძლოა, სანქციების შემსუბუქების ან მოხსნის სანაცვლოდ გრძელვადიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-სა და ევროპას მოუწოდა, შეინარჩუნონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და წინააღმდეგობა გაუწიონ მოსკოვის მცდელობებს, შეარბილოს ისინი.

„ვფიქრობ, რუსეთს შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის საკითხი წამოჭრას ცალკეული საწარმოებისთვის სანქციების მოხსნის სანაცვლოდ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებით, მისთვის ცნობილია, რომ რუსები SWIFT-ის სისტემის გამოყენებაზე აკრძალვის მოხსნის საკითხს აყენებენ, რათა მათმა ბანკებმა ფუნქციონირება შეძლონ.

ეს ყველაფერი უკრაინისთვის დიდ რისკს წარმოადგენს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაში“ყველაფერი პოლიციის შესახებ“: გდდ-ის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიააშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების უფროსი: პუტინმა ირანის სამხედრო ძალისხმევას ხელი შეუწყო