“დაზვერვის მონაცემებით, ბელარუსის სასაზღვრო ზოლში მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიისკენ მიმავალი გზების მშენებლობა და საარტილერიო პოზიციების მოწყობა. მიგვაჩნია, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცდება ბელარუსის ჩათრევას თავის ომში. დავავალე შესაბამისი არხებით ბელარუსის ფაქტობრივი ხელმძღვანელობის გაფრთხილება უკრაინის მზადყოფნის შესახებ, დაიცვას თავისი მიწა და დამოუკიდებლობა“,_ წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

















