8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

ზელენსკი: რუსეთი ყოველდღიურად დარტყმებს აყენებს ხიდებს, საწყობებს, მონაცემთა ცენტრებსა და მობილურ კავშირგაბმულობას

რუსეთი თავად ყოველდღიურად ზრდის ფსონებს და დარტყმებს აყენებს ხიდებს, საწყობებს, მონაცემთა ცენტრებსა და მობილურ კავშირგაბმულობას,- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსულ ესკალაციაზე საუბრისას.

,,ისინი გვარტყამდნენ, ჩვენ კი ღირსეული პასუხი გავეცით. ახლა ისინი ხიდებს არტყამენ. ნუთუ ჰგონიათ, რომ არ ვუპასუხებთ?“,– ამბობს ზელენსკი.

გერმანიის კანცლერთან ერთობლივი ბრიფინგის დროს უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დარტყმები მონაცემთა ცენტრებსა და მობილურ კავშირგაბმულობაზე არ არის თავდასხმა მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე და ეს არის თავდასხმა – ადამიანებზე:

„მართალი გითხრათ, უბრალოდ გაკვირვებული ვარ ყოველდღიური ესკალაციის ამ ცხოველური სურვილით. ანუ, ის იმედოვნებს, რომ იქნება მუდმივი ესკალაცია. მას ეს ძალიან უნდა“. მისივე თქმით, რუსეთის მოქმედებები პასუხია მათთვის, ვისაც მიაჩნია, რომ პუტინს შეიძლება უბრალოდ სთხოვო ომის დასრულება.

banner
წინა სტატიაშიფრიდრიხ მერცი პუტინს: შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი
შემდეგი სტატიაპატრიარქი: სიყვარული და პატიების უნარი ისეთი თვისებებია, რომელთა გარეშეც არანაირი სამართლიანობა არ არსებობს