უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებას იმის შესახებ, რომ მას არ სურს ბელარუსის ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში.
ზელენსკის შეფასებით, რუსეთი გააგრძელებს ბელარუსზე ზეწოლას, რათა ის ომში ჩაერთოს, თუმცა ლუკაშენკოს „ესმის, რომ უკრაინა პასუხს გასცემს“.

















