26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

ზელენსკი: რუსეთი ახალ მასირებულ სარაკეტო იერიშს ამზადებს

გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალ მასირებულ დარტყმას ამზადებს,- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

„გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ახალ მასირებულ დარტყმას ამზადებს. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშს. ჩვენი სამსახურები მზადყოფნაში არიან. საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის სხვა სტრუქტურები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ, როგორც ყოველთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორ ქვეყანას, რომელიც შეთანხმებებს სრულად ასრულებს. ამასთან, ზელენსკი განმარტავს, რომ პროგრამა, რომელიც უკრაინისთვის სარაკეტო შეიარაღების შეძენას ეხება, სრულად უნდა ამოქმედდეს, რაც უკრაინის პრეზიდენტის თქმით, როგორც ამერიკას, ისე ევროპას ეხება.

banner
წინა სტატიაში23 წლის ინდოელი სტუდენტი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიარუმინეთი ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების დაჩქარების მოთხოვნით მიმართავს