27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ზელენსკი: რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 3 170-ზე მეტი დრონი, 1 300-ზე მეტი საჰაერო ბომბი და 74 რაკეტა გამოიყენეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსებმა ამ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ 3 170-ზე მეტი დრონი, 1 300-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და 74 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს.

მისი ინფორმაციით, გამოყენებული რაკეტების უმეტესობა ბალისტიკური იყო. დარტყმები განხორციელდა საცხოვრებელ შენობებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რის შედეგადაც, მიმდინარე კვირაში, 52 ადამიანი დაიღუპა და 346, მათ შორის 22 ბავშვი, დაშავდა.

„ჩვენს ხალხს მეტი დაცვა სჭირდება და ყველაფერი, რაც უკრაინის საჰაერო თავდაცვას უჭერს მხარს, საბოლოო ჯამში, სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი PURL-ის ინიციატივა. ასევე მნიშვნელოვანია ევროპაში ბალისტიკური რაკეტებისგან ერთობლივი დაცვის საკითხებზე მუშაობა. ჩვენ თავდაცვის სფეროში თვითკმარი უნდა ვიყოთ, რათა რუსულმა საჰაერო ტერორმა უკრაინას ან კონტინენტზე სხვა რომელიმე ქვეყანას საფრთხე არ შეუქმნას. მადლობელი ვარ ჩვენი ყველა პარტნიორის, რომლებმაც კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს ჩვენი თავდაცვის მხარდასაჭერად“, – წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიშიო III: ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: როდესაც მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფასეულობების დაცვა