25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ზელენსკი: რუსები უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და რეზიდენციაზე დარტყმას გეგმავენ

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსები უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და რეზიდენციაზე დარტყმას გეგმავენ.

„თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალისტებმა დოკუმენტები მოიპოვეს, რომლებიც რუსების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ახალი დარტყმების მომზადებაზე მეტყველებენ, კერძოდ კი, როგორც ისინი აღნიშნავენ, „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე“. მათ შორის თითქმის ორი ათეული პოლიტიკური ცენტრი და სამხედრო სარდლობის პუნქტია.

რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია გავითვალისწინეთ. მაგრამ ღირს კონკრეტულად რუსეთის ხელისუფლებისთვის აღნიშვნა, რომ უკრაინა რუსეთი არ არის. აგრესორი სახელმწიფოსგან განსხვავებით, სადაც ნათლად არის ამ ომის ავტორი და მის გარშემო არსებული დიდი ხნის წრე, რომელიც რეალობისგან მის ჩამოშორებას უწყობს ხელს, უკრაინის თავდაცვის წყარო უკრაინელი ხალხის მზაობაა იბრძოლონ თავისი დამოუკიდებლობისთვისა და თავისი სუვერენული სახელმწიფოსთვის“, – წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშითაზო დათუნაშვილი: ჩვენი მიზანია, ადამიანების დამთრგუნავი უმრავლესობა, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგაა საარჩევნო ყუთებთან გამოვიყვანოთ
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძემ თავდაცვის სამინისტროს ამერიკული გრანტების მიღების უფლება მისცა