25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

ზელენსკი: რუსები ახალ მასიურ დარტყმას ამზადებენ, Patriot-ების რაკეტების ყოველი შეფერხება ადამიანების სიცოცხლის დაკარგვას ნიშნავს

“კვლავ არის დაზვერვის მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსები ახალ მასიურ დარტყმას ამზადებენ. ეს პუტინის სტილშია – ამერიკის დამოუკიდებლობის დღის დასრულებისთანავე და ანკარაში NATO-ს სამიტის წინ. რუსეთს სურს მეტი ბოროტება ჩაიდინოს და ადამიანები დახოცოს. გთხოვთ, გაუფრთხილდეთ თავს, ყურადღება მიაქციეთ საჰაერო განგაშის სიგნალებს.
ცალკე მივმართავ პარტნიორებს: ჩვენი საჰაერო თავდაცვისთვის, Patriot-ებისთვის რაკეტების მიწოდების ნებისმიერი შეფერხება ადამიანების სიცოცხლის დაკარგვას ნიშნავს და ეს რუსეთს ომის გაგრძელებისკენ უბიძგებს. მსოფლიოს გააჩნია საჰაერო თავდაცვის საჭირო რაოდენობა და ხარისხი – გვჭირდება თქვენი გადაწყვეტილებები, რათა უკრაინაში ადამიანების სიცოცხლე რეალურად იყოს დაცული. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ეს არის ამერიკის, ასევე ევროპისა და მსოფლიოს ძლიერი ქვეყნების გადაწყვეტილება. გთხოვთ, იყავით აქტიურები გადაწყვეტილებების მიღებაში და დაიცავით სიცოცხლე. Patriot-ის რაკეტები ახლა საწყობებში კი არ არის საჭირო, არამედ Patriot-ის დივიზიონებში, უკრაინაში. მადლობა მათ, ვინც რეალურად გვეხმარება. დიდება უკრაინას!” _ ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
banner
წინა სტატიაშისაქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
შემდეგი სტატიათავისუფლება საქართველოს! – ჯგუფის “არა” მიმართვა Open Air-ზე