ზელენსკი რომ ენმ-ს დელეგაციას შეხვდეს კონტრპროდუქტიული იქნება, იმედია ეს არ მოხდება – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, კიევში ენმ-ის დელეგაციას პრეზიდენტი ზელენსკი რომ შეხვდეს კონტრპროდუქტიული იქნება ურთიერთობის განახლებისთვის. ამ თემაზე მან პალიტრანიუსის ეთერში, ისაუბრა.

კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ “ოცნებისთვის” პრობლემურია, რომ ”ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, უკრაინის ხელისუფლებაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე არიან.

ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, როგორი იქნება მათი გზვანილი, რეაქცია, თუ ენმ-ის დელეგაციას მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება, მათ შორის მარგველაშვილი ზელენსკის.

“რა თქმა უნდა, ეს იქნება კონტრპროდუქტიული. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს არ მოხდება. ბუნებრივია, თეორიულად რომ წარმოიდგინოთ ასეთი შემთხვევა, რაზეც საუბრობენ ისინი [ნაციონალური მოძრაობა] რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ შეხვდა ქართულ დელეგაციას, ოფიციალურს, რომელიც იყო ჩასული პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კიევში, და ხვდება ნაცმოძარობის დელეგაციას – მელიას, მარგველაშვილსა და სხვებს. ეს რომ წარმოვიდგინოთ, რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი უარყოფითი ნიშანი, ბუნებრივია არ წაადგება ასეთი რამე ქვეყნებს შორის ურთიერთობას”, – თქვა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშირუსულმა თვითმფრინავმა ევროპიდან გამოძევებული დიპლომატების დასაბრუნებლად, შემოვლითი გზით 15 000 კილომეტრზე მეტი იფრინა
შემდეგი სტატია20 800 ჯარისკაცი, 802 ტანკი, 169 თვითმფრინავი – ოკუპანტების დანაკარგი