25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

ზელენსკი: რაც უფრო შორს იქნება პუტინი მოსკოვიდან, ომის დასასრული მით უფრო ახლოს იქნება

როდესაც მოსკოვისკენ არა ასი, არამედ ათასი დრონი გაფრინდება, პუტინი მაშინ მიხვდება, როგორც კი ის ამას პირადად საკუთარ თავზე იგრძნობს, ​​დაინახავთ, თუ როგორ მოუწოდებენ მრჩევლები ურალს იქეთ გადავიდეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უთხრა, რომ უკრაინა შორ მანძილზე მოქმედი დრონების კამპანიას ძალიან კარგად ახორციელებს.

„პრეზიდენტ ტრამპს სურს იყოს იქ, სადაც წარმატებაა. ეს ბევრ რამეს უკავშირდება, მათ შორის არა მხოლოდ მის პიროვნულ თვისებებს, არამედ მოახლოებულ არჩევნებს, მის სტატუსს და მის რწმენას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამ ომის დასრულება“, – განაცხადა ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დრონებით განხორციელებული მასშტაბური იერიშები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გათვლების შეცვლას აიძულებს.

„როდესაც მოსკოვისკენ არა ასი, არამედ ათასი დრონი გაფრინდება, მაშინ ის მიხვდება. როგორც კი ის ამას პირადად საკუთარ თავზე იგრძნობს, ​​დაინახავთ, თუ როგორ მოუწოდებენ მრჩევლები ურალს იქეთ გადავიდეს. რაც უფრო შორს იქნება პუტინი მოსკოვიდან, ომის დასასრული მით უფრო ახლოს იქნება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიაბას არაღჩი აშშ-ის მოუწოდებს, რომ გასულ თვეში ხელმოწერილ ურთიერთგაგების მემორანდუმს პატივი სცეს
შემდეგი სტატიაადვოკატი: ჩვენ ამ საქმეს „ჟესტების საქმე“ დავარქვით