5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

ზელენსკი: რაც ირანში ხდება, კარგი სიგნალია პუტინისთვის, ნახოს, როგორ სრულდება დიქტატურა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანში განვითარებულმა მოვლენებმა რუსეთის, როგორც მოკავშირის, არაფრისმაქნისობა აჩვენა.

„ვფიქრობ, პუტინმა უკვე აჩვენა, თუ როგორი მოკავშირეა ის სირიაში, მაშინ როცა, პრინციპში, მათ ვერ მოახერხეს ასადის რეჟიმის დახმარებას. ჩემი აზრით, (რუსებმა) ახლაც აჩვენეს თავიანთი სისუსტე. ანუ, როგორც მოკავშირეები, ისინი არაფრის მაქნისები არიან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთმა მთელი თავისი სამხედრო ძალების უკრაინაში თავმოყრა მოახდინა.

„ის, რაც ირანში ხდება, ვფიქრობ, კარგი სიგნალია პუტინისთვის, რომ ნახოს, როგორ სრულდება დიქტატურა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ირანთან დაკავშირებით კირ სტარმერით ძალიან იმედგაცრუებული ვარ
შემდეგი სტატია“საქართველოში ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილების ერთ-ერთი ფანჯრის მინა ჩაამსხვრიეს” – ელჩი