ბოლო ფაქტი, რუსი პოლიტიკოსის ალექსი ნავალნის გარდაცვალება არის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ შეკვეთილი მკვლელობა და რუსი ხალხი, რომელიც არჩევნებზე მივა, მათ უნდა იცოდნენ, რომ აირჩევენ მკვლელს. – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
,,ადამიანები, ის ქვეყნები ვისაც აქვს ეკონომიკური ურთიერთობა ამ მკვლელთან, უნდა იცოდნენ, რომ ისინი გამოიმუშავებენ სისხლიან ფულს. არჩევნებზე მისულმა ადამიანებმა კი არჩევის შემთხვევაში, უნდა იცოდნენ, რომ ირჩევენ ლეგიტიმურ მკვლელს. – აცხადებს ზელენსკი.
ემანუელ მაკრონი კი თავის გამოსვლაში, რუსეთს მოუწოდებს ნათელი მოჰფინონ ნავალნის სიკვდილს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება კრემლის სისუსტე ოპონენტების წინაშე, მათ ეშინიათ მოწინააღმდეგეების, უშვებენ ციხეში და გამოაქვთ სასიკვდილო განაჩენი. – აღნიშნავს მაკრონი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ციხეში გარდაიცვალა რუსი პოლიტიკოსი ალექსანდრე ნავალნი. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად სახელდება თრომბი.