უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
“პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია – ბუტბუტებს და ენის ბორძიკით საუბრობს – თუმცა მაინც აგრძელებს თავისი რაკეტებით საცხოვრებელი შენობების განადგურებას”,_ აცხადებს ზელენსკი.
ინფორმაციისთვის, ღამით რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში მიიტანა.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით კიევზე რუსების იერიშებს ორი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 44 კი დაშავდა.
















