21.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 4, 2026
banner

ზელენსკი: პუტინს ომის გაგრძელება სურს

სადაზვერვო მონაცემები და რუსეთიდან სიგნალები მიუთითებს, რომ პუტინს ომის გაგრძელება სურს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს სატელეფონო საუბრის დროს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარებისა და რუსეთის თავდასხმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ემზადებიან შეხვედრებისთვის და რუსულ მხარესთან შესაბამისი კომუნიკაციისთვის, ასევე უკრაინაში ვიზიტისთვის. აუცილებელია, რომ მოსკოვში, პუტინისგან შესაბამისი განწყობა იყოს – ომის დასრულების და არა ომის გაგრძელების. ვნახოთ, რას შეძლებენ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები. სექტემბერში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ადამიანების სიცოცხლის დასაცავად და მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა ზელენსკიმ

banner
წინა სტატიაშიმომიტინგეების განცხადებით, აჭარის მთავრობის სახლთან პროტესტის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
შემდეგი სტატიაშსს-მ აჭარის მთავრობის სახლთან თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო