11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ზელენსკი: პუტინმა სამხედროებს უბრძანა, უარი თქვან ომის წესებზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოპოვებული სადაზვერვო მონაცემების თანახმად, ვლადიმერ პუტინმა სამხედრო ხელმძღვანელობას ომის წესების იგნორირება უბრძანა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სექტემბერში იქნა მიღებული, რამაც სამოქალაქო ობიექტებზე — სკოლებზე, საავადმყოფოებსა და მონაცემთა ცენტრებზე — დარტყმების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

ზელენსკის განმარტებით, ვინაიდან რუსეთმა დონბასის დაკავება ვერ შეძლო, კრემლი მოსახლეობის დაშინებისა და მასობრივი თავდასხმების ტაქტიკაზე გადავიდა.

უკრაინის პრეზიდენტმა დასავლელი პარტნიორებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათ პუტინის შესაჩერებლად საკმარისი პოლიტიკური ნება არ გააჩნიათ.

banner
წინა სტატიაშიზარქუა: ეს ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მტრულ განწყობებს
შემდეგი სტატია“ადენაუერის ფონდი რუსეთიდან 2022 წელს გამოაძევეს, 2026 წელს- საქართველოდან”- ბექა კობახიძე