17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

ზელენსკი: პუტინის ტაქტიკაა, მაქსიმალურად მოახდინოს კონფლიქტის ესკალაცია

პუტინის ტაქტიკაა, მაქსიმალურად მოახდინოს კონფლიქტის ესკალაცია და ის ამას გააკეთებს. რაც უფრო ახლოვდება კონგრესის შუალედური არჩევნები ტრამპის პრეზიდენტობის დროს, მით უფრო აქტიურად იმოქმედებს ის,– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა.

,,მსოფლიო შეიძლება დარწმუნებული იყოს კრემლის განცხადებებში და იმაში, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად პუტინი გააძლიერებს მოქმედებებს საკუთარი ძალის საჩვენებლად… რუსეთს არ ეშინია ევროპელების და არ რეაგირებს სანქციებზე”,-განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა ტრამპის წარმომადგენლებთან, ჯარედ კუშნერთან და სტივ ვიტკოფთან შეხვედრა, რომლებიც კიევს 6 სექტემბერს ეწვივნენ.

“მე გავაფრთხილე ისინი, რომ განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ გახდებოდნენ მასშტაბური თავდასხმების მოწმენი, რომლებიც პირდაპირ იმოქმედებდა მშვიდობიან მოსახლეობაზე“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძეზე: თუ დავინახეთ, რომ გამოძიება შეფერხდება, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავთ
შემდეგი სტატიაპარლამენტთან მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად ლატექსის ხელთათმანები მიიტანეს