“ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს პუტინის დამარცხების.
პუტინი წარმოადგენს საფრთხეს მთლიანად თავისუფალი სამყაროსთვის. პუტინი არის მონსტრი, რომელიც შეიჭრა უკრაინაში და მოკლა ათასობით ადამიანი, გაიტაცა და ათასობით ბავშვის დეპორტაცია განახორციელა, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. პუტინმა ამოჟლიტა ჩეჩნები, სირიელები, შეიჭრა საქართველოში და გასცა მისი ოპონენტების მკვლელობის ბრძანება მთელ მსოფლიოში.
პუტინს მხოლოდ ორი შესაძლო დასასრული აქვს – ტრიბუნალი ჰააგაში, ან ის უნდა მოკლას ერთ-ერთმა, ვინც ახლა მისთვის კლავს. გუშინ პუტინმა გამოგვიგზავნა შეტყობინება აქ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფენრენციაზე. პუტინმა მოკლა კიდევ ერთი ოპოზიციის ლიდერი,-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.