“ამერიკის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს, პუტინმა გადაწყვიტა, ფრონტზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მსოფლიოსა და ამერიკის პრეზიდენტს მოატყუოს: ის აცხადებს, თითქოს რუსებმა დონბასში კოსტიანტინოვკა დაიკავეს. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ეს უბრალოდ კიდევ ერთი რუსული ტყუილია, რათა რაღაც ახალი ამბები დაიწყოს…
თუ კოსტიანტინოვკა ახლა რუსეთის კონტროლქვეშაა, მაშინ პუტინს, ალბათ, არ გაუჭირდება იქ ჩემთან შეხვედრა და დიპლომატიური გადაწყვეტილებების მოძიება, რათა ომი საბოლოოდ დასრულდეს. მაგრამ ის ფრონტის ხაზს მაინც ვერ გადმოკვეთს: სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან”,_ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში.
კოსტიანტინოვკას ოკუპაცია უარყო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმაც.
გუშინ, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა გერასიმოვმა პუტინს მოახსენა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქი კოსტიანტინოვკა სრულად დაიკავეს რუსულმა ჯარებმა.

















