14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

ზელენსკი: პრიმორსკის პორტის გამტარუნარიანობა შემცირდა 13%-ით,  ნოვოროსიისკის -38%-ით,  ხოლო უსტ-ლუგასი – 43%-ით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ პრიმორსკის პორტის  გამტარუნარიანობა შემცირდა 13%-ით,  ნოვოროსიისკის – შემცირდა 38%-ით,  ხოლო უსტ-ლუგა – შემცირდა 43%-ით.

“მოვისმინე უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის, ოლეგ ლუჰოვსკის მოხსენება:

პირველი: ჩვენ დავაფიქსირეთ რუსული ექსპორტის დანაკარგების განახლებული მაჩვენებელი, რომელიც უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი სანქციების შედეგია. კერძოდ:
• პრიმორსკის პორტი – გამტარუნარიანობა შემცირდა 13%-ით
• ნოვოროსიისკი – შემცირდა 38%-ით
• უსტ-ლუგა – შემცირდა 43%-ით
მიგვაჩნია, რომ რუსეთის შიდა მონაცემები, შესაძლოა, შემცირებული იყოს. ჩვენი მხრივ, კვლავ გავაგრძელებთ ოპერაციას რუსეთის ნავთობიდან მიღებული შემოსავლებისა და საექსპორტო მოცულობების შესამცირებლად.
მეორე: მოვიპოვეთ რუსული დოკუმენტები, რომლებიც ასახავს მათ მცდელობებს, დაუპირისპირდნენ პარტნიორებთან ჩვენს თანამშრომლობას „დრონების შეთანხმებების“ ფარგლებში. რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უკრაინის მიერ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის უნარი უკვე განსაზღვრა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. უკრაინის ინვესტიციებისგან მოწყვეტა და უსაფრთხოებისა და იარაღის წარმოების სფეროში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებების ჩაშლა რუსეთის მიერ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად არის გამოცხადებული. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ძალისხმევა იქნება მიმართული ახლო აღმოსავლეთსა და ყურის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის შერყევისკენ.

მესამე: აფრიკის ქვეყნებში რუსული კონტინგენტი ბოლო პერიოდში კიდევ 8 000 სამხედროთი გაიზარდა. რუსეთი ცდილობს, დრონების გამოყენება დანერგოს დისლოკაციის თითოეულ ქვეყანაში მიწოდების, ადგილობრივი წარმოებისა და წვრთნების გზით. ჩვენი შეფასებით, რუსეთის მიერ მსგავსი სამხედრო აქტივობის გაფართოებამ, სამწუხაროდ, შესაძლოა, გარდაუვლად გამოიწვიოს ტერორისტული ორგანიზაციების მოდერნიზება და გაძლიერება, ტრანსსასაზღვრო კრიმინალი და არასტაბილურობა მსოფლიოს იმ რეგიონებში, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მიგრაციის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ამას ერთობლივად დავუპირისპირდეთ – ჩვენ ვითანამშრომლებთ პარტნიორებთან კოორდინაციისთვის” | წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

banner
წინა სტატიაშიკახეთში საკრებულოს წევრი სპორტდარბაზში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრად დაამტკიცეს