6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

ზელენსკი – პიტერ მადიართან შეხვედრაზე რუსეთის ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევა განვიხილეთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ბრიუსელში იმყოფება, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, პიტერ მადიარს შეხვდა.

“შევხვდი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, პიტერ მადიარს. პირისპირ ვისაუბრეთ ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის მთავარ საკითხებსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინის მიერ მიღწეულ პროგრესზე. მადლობა გადავუხადე პრემიერ-მინისტრს პრინციპული ნაბიჯებისა და მოლაპარაკებების კიდევ ორი ​​კლასტერის გახსნისთვის. ვმუშაობთ იმაზე, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი ორი კლასტერიც გავხსნათ”, – წერს ზელენსკი.

მისი თქმით, ასევე განიხილეს დიპლომატიური ვითარება და რუსეთის ომის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევა.

“მადლიერი ვარ უკრაინისა და ჩვენი ხალხის მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის, ასევე მშვიდობის მისაღწევად ერთობლივი მუშაობის მზადყოფნისთვის. ასევე განვიხილეთ უკრაინასა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები, ვაჭრობა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასთან დაკავშირებული საკითხები. უკრაინა ყოველთვის მხარს უჭერს კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და ურთიერთგაძლიერებას. შევთანხმდით სხვადასხვა დონეზე ერთობლივი მუშაობის განახლებასა და ვიზიტების გაცვლაზე. თარიღებს ჩვენი გუნდები შეათანხმებენ”, – წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიCity Mall-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნაწილ-ნაწილ გადახდით  პირველად სარგებლობისას ქეშბექს მიიღებენ
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო