ზელენსკი – ფინეთის პრეზიდენტი პუტინთან „აზოვის” მებრძოლების ევაკუაციის საკითხს განიხილავს – ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა ადამიანისათვის, მიცვალებულებსაც არ დავტოვებთ იქ

ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან „აზოვის” მებრძოლების „აზოვსტალიდან” ევაკუაციის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ტელკომპანია Rai 1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ამ საკითხის გადაწყვეტა რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ფინეთის პრეზიდენტის შუამდგომლობა ამ საკითხის მოგვარებაში დაეხმარება.

„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, იმაზე მეტსაც კი, ვიდრე შესაძლებელია. არ უნდა გავჩერდეთ, ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა ადამიანისათვის. ახლა კი საკითხი ეხება დაჭრილებს, ცოცხლებს და გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ მიცვალებულებსაც არ დავტოვებთ იქ, რადგან მათ ელიან მათი მამები, ცოლები, ქმრები. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ თითოეული ცოცხალი ადამიანისათვის”, – განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს შუამავლების გარეშე, დიალოგის და არა ულტიმატუმების პირობებით
შემდეგი სტატიათიბისის ციფრულ არხებში სამომხმარებლო სესხის აღება ფასდაკლებითაა შესაძლებელი