უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთიდან ენერგორესურსების შეძენა მიუღებელია.
„პუტინი ახალ ფინანსურ შემოსავლებს დაუყოვნებლივ გამოიყენებს იარაღის შესაძენად, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით რუსული ნავთობის ტრანსპორტირების აღდგენის მოთხოვნაზე.
„რუსებმა რამდენჯერმე დაბომბეს „დრუჟბა“, შემდეგ კი თავს დაესხნენ ჩვენს ტექნიკოსებს, რომლებიც მას არემონტებდნენ. რატომ არ დაადანაშაულა ორბანმა რუსები დაბომბვაში? მე ეს ფიცოს ავუხსენი: მილსადენი განადგურებულია, მის აღსადგენად ზავია საჭირო და ეს პუტინს ნათლად უნდა აუხსნათ“,_ აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია არჩევნებში დამარცხდება და შემდეგ უნგრეთთან ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელი გახდება.
















