ფაქტობრივად, რუსებმა უკვე დაიწყეს დამატებითი მობილიზაცია – ისინი ზრდიან იმ ადამიანების რაოდენობას, რომელთა გაწვევასაც სხვადასხვა მეთოდით ახდენენ,– თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში, რომელიც დაზვერვის მთავარი სამმართველოს მოხსენების მოსმენის შემდეგ გაავრცელა.
,,გეგმავენ უცხოელების ჩართულობის გაზრდასაც. და მნიშვნელოვანია, რომ იმ ქვეყნების მთავრობებმა, საიდანაც რუსეთს თავის არმიაში ხალხი აჰყავს, იმოქმედონ ამის წინააღმდეგ. ჩვენ თითოეულ მთავრობას მივაწვდით ინფორმაციას“,- განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინას აქვს ახალი მონაცემები რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების ჩართვასთან დაკავშირებით: ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე 8 ათასზე მეტი ჩრდილოეთკორეელი სამხედრო იმყოფება. გარდა ამისა, მზადდება კიდევ 10-ათასიანი კონტინგენტის განლაგება – მათ არჩევენ მომზადების გავლისა და რუსეთში შემდგომი გადასროლისთვის.
ვლადიმერ პუტინმა დღეს ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის 2 441 630 „ერთეულამდე“ გაზრდის შესახებ.








