უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინული ძალები ინარჩუნებენ პოზიციებს, ათავისუფლებენ ტერიტორიებს და უზრუნველყოფენ, რომ ომის ყოველი დღე აგრესორს რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს.
ზელენსკის ინფორმაციითვე, ოქტომბერში დაიღუპა ან მძიმედ დაიჭრა 54 400 რუსი სამხედრო მოსამსახურე.
„რუსეთი დანაკარგებს განიცდის. ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს, ვათავისუფლებთ ტერიტორიას და უზრუნველვყოფთ, რომ ომის ყოველი დღე აგრესორს რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს. ამ გიჟური დანაკარგების შესაჩერებლად, რუსეთს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და დიპლომატია სჭირდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

















