CBS News-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომის დროს უკრაინაში არჩევნების ჩატარება კონსტიტუციური დებულებების, სამართლებრივი შეზღუდვებისა და უსაფრთხოების ვითარების გამო შეუძლებელია.
„მზად ვარ, ხვალაც კი ჩავატარო არჩევნები, მაგრამ ომი თუ გაგრძელდება, ამას კონსტიტუციის, საარჩევნო კანონის ან, რაც მთავარია, უსაფრთხოების ვითარების შესაბამისად ვერ შევძლებთ. პირველ რიგში, ხალხს, ბავშვებს სკოლაში სიარული არ შეუძლიათ. როგორ ელოდებით არჩევნების ჩატარებას? როგორ შეიძლება არჩევნების ჩატარება, როდესაც საზღვარგარეთ ემიგრაციაში 9 მილიონი ადამიანია? ჩვეულებრივ, საზღვარგარეთ 500 000 ადამიანი აძლევს ხმას. და რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დროებით მცხოვრებ ადამიანებს, იქ რუსი ჯარისკაცები არიან. როგორ შეიძლება, ეს ყველაფერი გაკეთდეს?“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


















