ზელენსკი: ომის დასასრულებლად რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე ზეწოლაა საჭირო, მსგავსმა ქმედებამ კი შესაძლოა, პუტინი დააფიქროს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ს შეუძლია, სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის წინააღმდეგ, როგორც ეს ვენესუელის უკვე ყოფილი ლიდერის, ნიკოლას მადუროს შემთხვევაში მოხდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ომის დასასრულებლად რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე ზეწოლაა საჭირო, მსგავსმა ქმედებამ კი შესაძლოა, პუტინი დააფიქროს.

„მიმაჩნია, რომ ამერიკელები პროდუქტიულები არიან. ჩვენ კარგი შედეგები გვაქვს, მაგრამ ბოლომდე ზეწოლა არ არის. მათ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინონ. მათ აქვთ ინსტრუმენტები და ეს შეუძლიათ. და როდესაც ძალიან უნდათ, მათი პოვნა შეუძლიათ. მთავარია უკრაინა მათთვის პრიორიტეტი იყოს. აი, მადუროს მაგალითი. მათ ოპერაცია ჩაატარეს. შედეგი ყველამ, მთელმა მსოფლიომ ნახა. მათ ეს სწრაფად გააკეთეს. დაე, რაიმე სახის ოპერაცია კადიროვთან, ამ მკვლელთანაც ჩაატარონ. იქნებ შემდეგ ეს პუტინმა დაინახოს და კარგად დაფიქრდეს,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიკეროლაინ ლევიტი: დონალდ ტრამპს პუტინთან ურთიერთობის გაუარესების არ ეშინია
შემდეგი სტატიამადუროს შეპყრობისას 100 ადამიანი დაიღუპა – ვენესუელას შსს