ზელენსკი: ომი უკრაინელი ხალხისთვის მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა ჩვენ ჩვენსას დავიბრუნებთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დაწყებული ომი იქამდე არ დასრულდება, სანამ უკრაინა თავის დაკარგულ ტერიტორიებს არ დაიბრუნებს.

მისივე თქმით, უკრაინელებს მხოლოდ თავიანთი მიწა და თავისუფლება სურთ.

„ომი უკრაინელი ხალხისთვის მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა ჩვენ ჩვენსას დავიბრუნებთ. მე ღიად ვამბობ: ძალიან ბევრი არ გვჭირდება. ჩვენ გვინდა მშვიდობა დავუბრუნოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მიწას.

რუსეთი ცდილობს, რომ ყველაფერი, ყველა უფლება წაგვართვას, მაგრამ ჩვენ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიანიკა მელია გვარამიას: არსებობს პრინციპები და არსებობენ ადამიანები რომლებსაც აქვთ პრინციპები… შენს გვერდით ვარ