19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

ზელენსკი: ომი იქ ბრუნდება, საიდანაც მოვიდა– უკრაინამ რუსეთის ნავთობქარხნებსა და “ჩრდილოვან ფლოტს” დაარტყა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადევით,  რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს.

ასევე, ზელენსკის ცნობით, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 400 კილომეტრში, კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს.

მისი თქმით, შედეგი მოაქვს საშუალო მანძილზე მოქმედ დარტყმებსაც.

„გელენჯიკში, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 430 კილომეტრში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა საპატრულო გემსა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს დაარტყეს. ასევე, აზოვის ზღვაში, „ჩრდილოვანი ფლოტის“ სამ ტანკერზე წარმატებული დარტყმები განხორციელდა. მადლობას ვუხდი ჩვენს მეომრებს, რომელთა წარმატებული ოპერაციებით ომი იქ ბრუნდება, საიდანაც მოვიდა“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე სააკაშვილზე: მას თავისი სასჯელიც არ აკმაყოფილებს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს