უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები რუსებს ხარკივის ოლქიდან უკან დახევას აიძულებენ. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
“მე ვესაუბრე მთავარსარდალ სირსკის, განსაკუთრებით ხარკოვის ოლქში ბრძოლების შესახებ. ჩვენ ვუბიძგებთ რუსულ ჯარს დაიხიოს უკან. ოკუპანტი ვერ დაიმორჩილებს ხარკივს, ისევე როგორც ვერ დაიმორჩილებს მთელ უკრაინას”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მაისის დასაწყისიდან შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით მოიგერიეს ხარკივის მიმართ რუსების არაერთი მცდელობა.