ზელენსკი – ოკუპანტები მეზობლების სიცოცხლის განადგურებისთვის სრულ ფასს გადაიხდიან

ჩვენ უკვე დავიწყეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტებზე მუშაობა. ნაბიჯ-ნაბიჯ რუსულ სახელმწიფოს ჩამოვაშორებთ თანამედროვე ეკონომიკის ყველა ელემენტს. ოკუპანტები მეზობლების სიცოცხლის დანგრევის სრულ ფასს გადაიხდიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მან რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციების მე-6 პაკეტზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა ნავთობის გაყიდვით მიღებული „ნავთობდოლარების ნაკადი“ უნდა დაკარგოს.

„მსოფლიო უარს ამბობს რუსულ ნავთობზე. მეტიც, სხვა ქვეყნები, რომლებიც ბევრად უკეთეს და ნავთობს აწარმოებენ, ემზადებიან რუსული მარაგების ჩასანაცვლებლად. ამიტომ აგრესორ სახელმწიფოს ამ სფეროში უზარმაზარი შემოსავლები ეკარგება. რა თქმა უნდა, რუსეთი მუდმივად ცდილობს ამისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ის დიდი ხანია სარგებლობს ნავთობდოლარების ნაკადით და არ სურს მისი დაკარგვა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. უნდა მიეჩვიოს იმას, რომ შემოსავლის ძალიან მტკივნეული შემცირება ომის გარდაუვალი შედეგია მისთვის, ვინც ამ ამში დამნაშავეა, რუსული სახელმწიფოსთვის,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშისევეროდონეცკში გარკვეული წარმატებები გვაქვს, მაგრამ ჯერ საუბარი ნაადრევია – ზელენსკი
შემდეგი სტატიანაბერეჟნიე ჩელნიში საწყობი იწვის – მორიგი ხანძარი რუსეთში