უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნავთობსადენ “დრუჟბას” აპრილის ბოლომდე გაარემონტებენ.
“როგორც ვამბობდით, ის აპრილის ბოლომდე გარემონტდება, მთლიანად არა, მაგრამ საკმარისად, რათა ფუნქციონირება შეძლოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ერთდროულად ყველა რეზერვუარის შეკეთება ვერ მოხერხდება, ვინაიდან, ეს გრძელი პროცესია.
“მაგრამ ეს კითხვა სხვა რამეზეა: შეძლებს თუ არა ის ფუნქციონირებას? კი”, – განაცხადა ზელენსკიმ.
















