3.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

ზელენსკი: ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობის განახლება რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ტოლფასია

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობის განახლება რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ტოლფასია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას „ინტერფაქს-უკრაინა“ ავრცელებს.

„პირველი საკითხი – ყველამ ერთად გადაწყვიტეს რუსული ნავთობის ექსპორტის განახლება? მე ვთქვი, რომ ჩემთვის რთულია, რადგანაც ლიდერებს სურთ, გადაახტნენ ამ ნაბიჯს. ეს არასწორია. უფრო გლობალური კითხვა: ჩვენ ვყიდით რუსულ ნავთობს თუ არა? რადგანაც მე მაიძულებენ განვაახლო „დრუჟბა“. რითი განსხვავდება ეს რუსებისთვის სანქციები მოხსნიგან? “ – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ის რუსული ნავთობის ექსპორტის განახლების წინააღმდეგია, თუმცა თუ აყენებენ პირობას, რომ უკრაინა არ მიიღებს შეიარაღებას, მაშინ ის ამ საკითხში განიარაღებულია.

„მე ვუთხარი ჩვენს მეგობრებს ევროპაში, რომ ამას ჰქვია შანტაჟი“, – თქვა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომლითაც რუსული ნავთობი უნგრეთსა და სლოვაკეთს მიეწოდება, 27 იანვრიდან არ ფუნქციონირებს. ამის მიზეზად უკრაინაში რუსეთის მხრიდან თავდასხმოს დროს მილსადენისთვის მიყენებულ ზიანს ასახელებენ. ბუდაპეშტი კი მიიჩნევენ, რომ ნავთობსადენის ამუშავებას კიევი განზრახ აჭიანურებს.

banner
წინა სტატიაში„ფაინენშალ თაიმსი“: კრემლმა საფრანგეთის წარმომადგენლებს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან, უხეში ფორმით უთხრა უარი
შემდეგი სტატიაეკა გიგაური: ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს საერთაშორისო რეაქციების ახალი ტალღა მოჰყვება