ზელენსკი – ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივანთან უკრაინისა და ალიანსის თანამშრომლობის საკითხი განვიხილე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან სატელეფონო საუბარი გამართა, – ამის შესახებ ზელენსკი ქსელ X-ში წერს.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, მადლობა გადაუხადა მარკ რუტეს იმისთვის, რაც პირადად მან, მისმა მთავრობამ და ნიდერლანდელმა ხალხმა უკრაინისთვის გააკეთეს, კერძოდ კი – „ყველა დროული და ფართომასშტაბიანი თავდაცვის, ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის“.

„გავაგრძელებთ კონტაქტს, როდესაც ის ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება. მივულოცე მარკს დანიშვნა და ალიანსთან უკრაინის სამომავლო თანამშრომლობა განვიხილეთ“, – წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიოლაფ შოლცი 2018 წლის შემდეგ პირველ სამთავრობათაშორისო კონსულტაციებზე პოლონეთში ჩავიდა
შემდეგი სტატიასტიქია წალენჯიხაში