ზელენსკი: NATO ომის დასრულების ერთადერთი გზაა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, NATO-ს გენერალურ მდივანს, იენ სტოლტენბერგს Twitter-ზე მიმართა, სადაც ის წერს, რომ უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემა რუსეთისთვის ნამდვილი სიგნალი იქნება.

“იენ სტოლტენბერგ, ჩვენ მზად ვართ ჩვენი არმიისა და თავდაცვის სექტორის რეფორმისთვის, თუმცა მხოლოდ რეფორმები რუსეთს არ შეაჩერებს. NATO დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზაა. MAP-ი რუსეთისთვის რეალური სიგნალი იქნება”, – ზელენსკი NATO-ს გენერალურ მდივანს მიმართავს.

banner
წინა სტატიაშიმეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ სამ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიამდინარე ენგურზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განცხადება გაკეთდა