15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ზელენსკი მზადაა ვლადიმერ პუტინს რუსეთისა და ბელარუსის გარდა ნებისმიერ ადგილას შეხვდეს

ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის ვლადიმერ პუტინს რუსეთისა და ბელარუსის გარდა ნებისმიერ ადგილზე შეხვდეს — ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიგამ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა მხარს უჭერს პრეზიდენტებისა და კრემლის ხელმძღვანელის შეხვედრის ორგანიზებას, რათა მოლაპარაკებების მცდელობებმა ახალი დინამიკა შეიძინოს.

„ჩვენ ეს თხოვნა თურქეთს მივმართეთ, ასევე რამდენიმე სხვა დედაქალაქს… თუ რომელიმე სხვა დედაქალაქი, რუსეთისა და ბელარუსის გარდა, ასეთ შეხვედრას მოაწყობს, ჩვენ მზად ვართ მივიდეთ. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია“, — განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ზელენსკი მზად არის პუტინთან თურქეთში შეხვედრისთვის. ამ განცხადებას რუსეთშიც გამოეხმაურნენ — სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ეს ქვეყნის ნომერ პირველი პრიორიტეტი არ არის. მისი თქმით, „სტამბოლში მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას დადებითად ვაფასებთ“.

banner
წინა სტატიაში2025 წელს, საქართველოში, 32 ბავშვი გაშვილდა
შემდეგი სტატიაპუტინმა კიდევ ერთხელ შეადარა უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომი მეორე მსოფლიო ომს