ახლახან ვისაუბრე ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან. მათ დღესვე დაიწყეს მუშაობა რუსულ მხარესთან. ჩვენი ამ საუბრის მომენტიდან მზად ვართ, დავიცვათ საჰაერო დარტყმების შეწყვეტის რეჟიმი იმ ქალაქებთან მიმართებით, რომლებიც ჩართულნი არიან მოლაპარაკებების პროცესში,- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
,,ამიერიდან, შაბათს, კვირას და ორშაბათს, უკრაინა მზად არის, თავი შეიკავოს მოსკოვზე დარტყმებისგან და ველოდებით, რომ რუსებიც იგივეს გააკეთებენ კიევთან მიმართებით.”-აცხადებს ზელენსკი.
ცოტა ხნის წინ კრემლის პრესსპიკერმა პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით, პუტინმა კიევზე საჰაერო დარტყმების 3 დღით შეწყვეტის ბრძანება გასცა.
სივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში დღეს პუტინს შეხვდებიან, ხვალ კი ისინი კიევში ჩავლენ.








