ზელენსკი – მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს შუამავლების გარეშე, დიალოგის და არა ულტიმატუმების პირობებით

მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს შუამვლების გარეშე, დიალოგის და არა ულტიმატუმების პირობებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხი დღითიდღე რთულდება.

„მე ასე ვფიქრობ, რადგან ყოველდღიურად ხდება პატარა ქალაქების დეოკუპაცია და ვხედავთ დამცირების, წამების, სიკვდილით დასჯის კვალს, რომელიც რუსმა სამხედროებმა დატოვეს. ამიტომაც რთულდება მოლაპარაკებების შესაძლებლობის მომენტი. ახლა საზოგადოება ამაზე პოზიტიურად არ არის განწყობილი. როგორც პრეზიდენტი, მე მზად ვარ, ვისაუბრო პუტინთან, მაგრამ მხოლოდ მასთან, შუამავლების გარეშე, დიალოგის პირობებით და არა ულტიმატუმებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – ქვეყნის რეპუტაციისთვის აუცილებელია, ყველაფერი გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას
შემდეგი სტატიაზელენსკი – ფინეთის პრეზიდენტი პუტინთან „აზოვის” მებრძოლების ევაკუაციის საკითხს განიხილავს – ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა ადამიანისათვის, მიცვალებულებსაც არ დავტოვებთ იქ